დასრულდა ადვოკატთა 2018 წლის დეკემბრის საკვალიფიკაციო გამოცდები. გამოცდებზე აპლიკანტთა უპრეცენდენტო რაოდენობა, - 1031 ადამიანი დარეგისტრირდა.
ზღვრული, 75 ქულიანი ბარიერი გადალახა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა 300-მდე აპლიკანტმა (31%).
მონაწილეები გამოცდებს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აბარებდნენ და ტესტირების შედეგს მომენტალურად იგებდნენ.
2018 წელს ასოციაციის ისტორიაში პირველად ჩატარდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის და შეიქმნა ყველა პირობა, რომ მათ დაუბრკოლებლად შეძლებოდათ საგამოცდო პროცესში მონაწილეობა. ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაცია ინოვაციურ სიახლეებს მომავალშიც გეგმავს.
აპლიკანტებს უკვე გადაეცათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატები. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა მათგანს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება და მისი ჩაბარება პროფესიაში შესვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.